ახალი ამბები
24 ნოემბერს საქართველოში წვიმა და თოვაა მოსალოდნელი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს საქართველოში იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოთოვს.

ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესები გამოიწვიოს.

სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი.
Print
თეგები: #ამინდი