ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრის შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
FaceBook
მომავალი წლიდან, ქუთაისის ოპერის თეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყება.

ამის შესახებ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირინა ლომინაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამუშაოები, სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება და 18 თვე გაგრძელდება.

რეაბილიტაციის პროექტის შედგენისთვის კულტურის სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტის შედგენა სახელმწიფო ბიუჯეტს 500 000 ლარი დაუჯდება.

"Რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჯგუფი უნდა გამოიყოს, ვინც შეაფასებს თეატრის შენობის მდგომარეობას" - აცხადებენ თეატრში.

Რემონტის პერიოდში, თეატრის გუნდი,  დროებით მესხიშვილის თეატრში გადავა.


ოპერის თეატრის რემონტი აღორძინების პროექტის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც  კულტურის სამინისტროში შემუშავდა.

ამავე პროექტის ეგიდით იგეგმება კონკურსების ჩატარებაც. 

ქუთაისის ოპერის თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 2010 წელს ჩატარდა. განახლებული თეატრი 2010 წლის 29 დეკემბერს გაიხსნა.





Print