ახალი ამბები
პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება დღეს იწყება
FaceBook
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება.
პატიმრების ოჯახის წევრებს და ახლობლებს, დღეს უკვე შეუძლიათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამანათები მიიტანონ. 


ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს'', - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება დღეს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

Print