ახალი ამბები
"პოსტტრავმული სინდრომი აქვს" - ექიმი მიხეილ სააკაშვილზე
FaceBook
მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს 50 დღიანი მკურნალობის შემდეგ, პოსტტრავმული სინდრომი აქვს.

ექიმი სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩართვის საჭიროებაზე საუბრობს. მისი თქმით, სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში თავს ბევრად უკეთ გრძნობს, ვიდრე ციხის საავადმყოფოში, თუმცა, გარკვეული საფრთხეები ისევ არსებობს.

"პოსტტრავმული სინდრომი არის ჭამის თავიდან დაწყება, არის გაცილებით რთული და მძიმე დაავადება, რომელიც საჭიროებს თავისებურ მკურნალობას, სჭირდება რეაბილიტაცია ფსიქოლოგების და ფსიქიატრების. საფრთხეები კიდევ არსებობს. ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი კარგად არის",
- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს გადაიყვანეს. მან დაწესებულებაში შეყვანის მომენტიდან შიმშილობა შეწყვიტა.



Print