ახალი ამბები
იპოთეკით დაზარალებულები ღარიბაშვილზე - კარგი ბიჭი გვეგონა და ხელის ბიჭი აღმოჩნდა
FaceBook
ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოთეკით დაზარალებულთა მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისსა და ბათუმში მცხოვრებმა იპოთეკით დაზარალებულებმა.

დაზარალებულებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეასხენეს წინასაარჩევნო დაპირება გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხების შესახებ.

"ასევე, მათი მოთხოვნაა პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც პოლიციის ძალით გამოსახლება იკრძალება," - აცხადებს ბათუმში მცხოვრები იპოთეკით დაზარალებულთა ჯგუფის უფლებადამცველი, თამაზ ბაკურიძე.

დაზარალებულების განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მათი გამოსახლების დაჩქარებისთვის და საკანონდებლო ცვლილებებს აჭიანურებს.

"ღარიბაშვილი კარგი ბიჭი გვეგონა და სხვისი ხელის ბიჭი აღმოჩნდა," - განაცხადეს დაზარალებულებმა აქციაზე.

ქუთაისსა და ბათუმში მცხოვრები იპოთეკით დაზარალებულები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ, რომლებსაც მათივე თქმით, დედაქალაქში გამართავენ.


Print