ახალი ამბები
ქუთაისის მერი ახალი ვადით მუშაობას დღეიდან შეუდგება
FaceBook
ქვეყნის მასშტაბით ახალარჩეული მერები უფლებამოსილების განხორციელებას 22 ნოემბრიდან იწყებენ.

ოფიციალურად დღეიდან შეუდგება მუშაობას იოსებ ხახალეიშვილიც, რომელიც არჩევნებამდეც ქალაქის მერი იყო. მას 21 ნოემბერს უკვე შეუწყდა უფლებამოსილება, რომლის განახლებაც დღეს ხდება.

"ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველი მერის უფლებამოსილება წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს"
- განმარტავენ ცესკოში.

რაც შეეხება საკრებულოს, საარჩევნო კოდექსის თანახმად, წარმომადგენლობითი ორგანოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში, არაუგვიანეს 13 დეკემბრისა. საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 51,64% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძემ - 48.35%.

Print