ახალი ამბები
ბუსტერ დოზით საქართველოში 8 ათასამდე ადამიანია აცრილი
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას ე.წ. ბუსტერ დოზით აცრისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ქვეყანაში დამატებითი დოზა 8 ათასამდე ადამიანმა უკვე გაიკეთა.

"დღევანდელი მონაცემებით, 8 ათასამდე ბუსტერია ქვეყანაში გაკეთებული. მე თვითონ ორჯერ ვიყავი აცრილი და ერთი კვირის წინ გავიკეთე ბუსტერი და მოგიწოდებთ ყველას, გაიკეთოთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ვაქცინა ექვსი-რვა თვის განმავლობაში მუშაობს, ხოლო მესამე, როგორც კვლევები აჩვენებს, ეფექტურობას 10-12 თვის განმავლობაში ინარჩუნებს.

ე.წ. ბუსტერ დოზა მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ კეთდება.
Print
თეგები: #ბუსტერ დოზა