ახალი ამბები
დისტანციურ სწავლებაზე 169 სკოლა იმყოფება
FaceBook
საქართველოს მასშტაბით, 169 სკოლის საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.

ამდენივე სკოლის მოსწავლეები განათლებას დისტანციურად იღებენ. ონლაინ გაკვეთილები სულ 438 კლასის მოსწავლეებს უტარდებათ.

ონლაინ სწავლებაზე მყოფი სკოლების რაოდენობა შემცირებულია. 6 ნოემბრის მონაცემებით, დისტანციური გაკვეთილები 171 სკოლის მოსწავლეებს უტარდებოდათ.

წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით, შემცირებულია ვირუსით ინფიცირების შემთხვევები მასწავლებლებსა და მოსწავლეებშიც. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელთა 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,7%.
Print