ახალი ამბები
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საგზაო ნიშნებზე ესაუბრა
FaceBook
მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა მე-19 სკოლის მოსწავლეებს საგზაო ნიშნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.



შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, დავით ნიკოლეიშვილი ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრა პროექტის საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის "მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის" ფარგლებში გაიმართა.

სააგენტოს დირექტორმა სკოლის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა აღნიშნულ პროექტში მოზარდების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.

მომსახურების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა მე-19 სკოლის მოსწავლეებს სააგენტოს სერვისების და საგზაო ნიშნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. მოზარდებმა სააგენტოს შენობა დაათვალიერეს, მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს დაესწრნენ. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები და მათი სკოლის ნომრის გამოსახულებიანი სანომრე ნიშანი გადაეცათ.

დათო ნიკოლეიშვილი, ასევე, სააგენტოს რეგიონების მართვის სამმართველოს თანამშრომლებს გაეცნო და განსახორციელებელ პროექტებსა და გეგმებზე ესაუბრა.
Print