ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.


მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და აღნიშნა, რომ იქ შეწყვეტდა შიმშილობას.

ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს, სამოქალაქო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ზეწოლის შედეგად შესთავაზა.

შიმშილობა შეწყვიტა "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 17 დღე იშიმშილა. შიმშილობა შეწყვიტა 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმაც.
Print