ახალი ამბები
ოთხი პროექტი, რომლებიც, ქუთაისში მოქალაქეების იდეების მიხედვით განხორციელდება (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის "მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2022"- ის 4 გამარჯვებული გამოვლინდა.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი რამდენიმე წელია  ხორციელდება და ის მოქალაქეების ქალაქის ბიუჯეტის ფორმირებაში მაქსიმალურ ჩართულობას გულისხმობს.

კონკურსი 3 ეტაპად მიმდინარეობდა და საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგების მიხედვით,  ოთხი გამარჯვებული იდეა გამოვლინდა:

1. საფეხმავლო და ველობილიკები - თამაზ ბაბუნაშვილი




2. საბავშვო მინი- პარკი - ეკატერინე საკანდელიძე



3. მულტიფუნქციური სველი წერტილები - თამთა გირგვლიანი



4. საზაფხულო კინოთეატრი - ლევან ბიბილეიშვილი



პროექტების გასახორციელებლად 100 ათასი ლარია გამოყოფილი. 

პროექტი "ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირება" USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI ) მხარდაჭერით ხორციელდება.
Print