ახალი ამბები
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს სააკაშვილს ღირსეულად “- აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
FaceBook
"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობას პირველი ოქტომბრიდან“, -  განცხადებას ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. 


დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობასთან დაკავშირებით და მოექცნენ მას სამართლიანად და ღირსეულად.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობას პირველი ოქტომბრიდან, მისი დაკავების დღიდან. ვაქებთ სახალხო დამცველის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ციხის საავადმყოფოში სამედიცინო აღჭურვილობის შესაფასებლად დამოუკიდელ ექიმთა ჯგუფის შექმნას. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მკურნალობის შესახებ".

დეპარტამენტი  მთავრობას ასევე მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს შეუქმნან პირობები, რომ იგი დაესწროს ყველა სასამართლო სხდომას.

„ჩვენ ასევე, დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის შესაძლებლობა, დაესწროს ყველა სასამართლო სხდომას განხილვაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. მიხეილ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გულისხმობს შესაძლებლობას, პირადად დაესწროს სასამართლო პროცესებს", — აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  50 დღეა შიმშილობს. მისი თქმით, იგი შეწყვეტს შიმშილობას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.


Print