ახალი ამბები
კორონავირუსის 19 ნოემბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა - 4 154 ადამიანი, გარდაიცვალა - 63 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 804 571 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 741 470 ადამიანი, გარდაიცვალა 11 352  პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 278  ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 749 შემთხვევა, აჭარა - 155, იმერეთი - 715, ქვემო ქართლი - 273, შიდა ქართლი - 412, გურია - 109, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 334, კახეთი - 267, მცხეთა-მთიანეთი - 110, სამცხე-ჯავახეთი - 114, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print