ახალი ამბები
ქვეყანაში 26 წლამდე ახალგაზრდების 22% უმუშევარია
FaceBook
საქართველოში 26 წლამდე ახალგაზრდების 22% დასაქმებული არაა.

სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტომ" გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის 10 მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, გორი, ქობულეთი, დმანისი, მესტია, ონი, ოზურგეთი, სიღნაღი, თიანეთი, ბოლნისი) ჩატარდა ახალგაზრდების საჭიროებების თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა.

გამოკითხვა ჩატარდა სამ ასაკობრივ კატეგორიაში: 14-17; 18-25 და 26-29 წლები.

კვლევის მიხედვით, 18-დან 26 წლამდე ახალგაზრდების 28% დასაქმებულია, 50% ეძებს სამსახურს, 22% კი არც დასაქმებულია და არც ეძებს.

დასაქმებული სრულწლოვანი რესპონდენტების 36% სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, ხოლო 45% - კერძო ორგანიზაციაში.

გამოკითხული სრულწლოვანი ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან დასაქმებული, უმუშევრობის ძირითად მიზეზებად დასაქმების სერვისების არარსებობას, ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის არ ქონასა და  პროფესიული უნარჩვევების ნაკლებობას ასახელებენ.

გამოკითხული ახალგაზრდების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ დასაქმების საკითხი, სამუშაო ადგილის უსაფრთოხება და სტაბილურობა პრობლემური საკითხებია.




Print