ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტები ჩამოვიდა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების ახალი დოზები ჩამოვიდა.

2000 დოზა “ტოცილიზუმაბი” და 500 დოზა “რონაპრივი” სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების შესყიდვა მსოფლიო ბანკის „Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ დამატებითი დაფინასების ფარგლებში განხორციელდა.

“Hetero Biopharma Limited”-ი ერთ-ერთი წამყვანი ინდური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც ტოცილიზუმაბის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო. “ტოცილიზუმაბი” აქტიურად გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ“,- აღნიშნავენ უწყებაში.

Roche”-ს მონოკლონური ანტისხეულები სამინისტრომ პირველად დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან მიიღო.
Print