ახალი ამბები
ლიეტუვამ საქართველოს "ფაიზერის" 50 310 დოზა ვაქცინა აჩუქა
FaceBook
საქართველო ლიეტუვის მთავრობისგან 50 310 დოზა “ფაიზერის” ვაქცინას მიიღებს.
ამის შესახებ ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ სოციალურ ქსელში დაწერა.

“ლიეტუვის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 50 310 დოზა ვაქცინის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოსთვის ჩუქებაზე.  ვინარჩუნებთ მტკიცე სოლიდარობას პარტნიორ ქვეყნებთან Covid-19-თან ბრძოლის საკითხში”,
- წერს ანდრიუს კალინდრა.

ლიეტუვამ საქართველოს ივლისში 15 000 დოზა ვაქსზევრიას, იგივე ასტრაზენეკას ვაქცინა აჩუქა. 


Print