ახალი ამბები
როგორ უნდა ჩამოტვირთოთ "მწვანე პასპორტი"
FaceBook
საქართველო ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს შეუერთდა.

17 ნოემბრიდან, EU Gateway-ის 49 სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, ქართველებიც შეძლებენ გამოიყენონ ციფრული აპლიკაცია საკუთარი მწვანე სტატუსის დასადასტურებლად. Georgia e-Health - აპლიკაციაა, რომელიც შეასრულებს ე.წ. მწვანე პასპორტის ფუნქციას.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც App store-დან, ისე Google store-დანაც.

მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეგიძლიათ მიიღოთ QR კოდი და ვაქცინაციასთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია: ვაქცინაციის ჩატარების თარიღი და ვაქცინის ტიპი, უკანასკნელად ჩატარებული PCR და ანტიგენის ტესტის შედეგები, კორონავირუსის გადატანის შესახებ ინფორმაცია.

გადმოწერე აპლიკაცია:

iPhone https://apps.apple.com/us/app/georgia-e-health/id1590322048

Android https://play.google.com/store/apps/details...
Print