ახალი ამბები
ქუთაისის ხუთ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა
FaceBook
ქუთაისის N2, N14, N20, N24 და N 28 საბავშვო ბაღებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით,  სწავლა ორი კვირის შემდეგ განახლდება.

ქალაქში ამ ეტაპზე მხოლოდ 32 ბაღი ფუნქციონირებს.

სააღმზრდელო დაწესებულებებმა  მუშაობა 5 ოქტომბერს განაახლეს.

კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მშობლებს ბავშვები მხოლოდ შენობამდე მიჰყავთ. აღმზრდელებს ყოველდღიურად უტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმეს დაუფიქსირდება ტემპერატურა, იზოლაციაში გადაჰყავთ.

საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება, როგორც აღმზრდელებისთვის, ასევე მზარეულებისთვის, სავალდებულოა.


ქუთაისის 37 საბავშვო ბაღში 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული
Print