ახალი ამბები
"მდგომარეობა კრიტიკულია" - ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე
FaceBook
ექსპერტ-სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და #18-ე სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ვითარების მონიტორინგის შედეგები შეაჯამა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის წევრების თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. კლინიკა ამჟამად არის ფორმირების ეტაპზე, სპეციალისტების ნაწილი მუდმივად ადგილზე არ იმყოფება, რაც მდგომარეობის შესაძლო დამძიმების შემთხვევაში პრობლემას წარმოქმნის


"პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს"
, - ნათქვამია დასკვნაში.

ექსპერტები #18 დაწესებულებაში 16 ნოემბერს შევიდნენ. შვიდი სპეციალისტის მიერ დაკომპლექტებულმა ჯგუფმა შეაფასა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა, ასევე, გაეცნო დაწესებულების სამედიცინო შესაძლებლობებს.
Print