ახალი ამბები
მოპედის რეგისტრაცია და მართვის მოწმობა სავალდებულო ხდება
FaceBook
პირველი მარტიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.

სავალდებულო გახდება მასზე მართვის მოწმობის აღებაც.  ცვლილებები საგზაო მოძრაობის კანონში შედის.

კანონპროექტის მიხედვით, მოპედები უთანაბრდებიან მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც დადგენილია ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის.

​"მოპედების მძღოლებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის - AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება. მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის 1 მარტამდე იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან  - სავალდებულო",- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით უკვე  განიხილა.

მოპედის ტარებას დღემდე მართვის მოწმობა არ სჭირდება.
Print