ახალი ამბები
საჯარო რეესტრი აეროგადაღებებისთვის უპილოტო საფრენ აპარატს გამოიყენებს
FaceBook
პროექტი მთელი ქვეყნის აეროფოტოგადაღებას ითვალისწინებს.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტო აეროგადაღებებსა და ორთოფოტოებს უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელებს.

უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით შესაძლებელი გახდება მცირე მასშტაბის ტერიტორიების ოპერატიული გადაღება და ახალი ტოპოგრაფიული მონაცემების სწრაფად მიღება.

აპარატი მოქმედებაში მოყვანის შემდეგ, წინასწარ დაგეგმილ მარშრუტს გადის და განსაზღვრულ დროში სასურველ ტერიტორიას იღებს. მას ერთი სამუშაო დღის განმავლობაში 35-40 კვ/მ ფართობის გადაღება შეუძლია.

უპილოტო საფრენი აპარატის შეძენა განხორციელდა პროექტის - "რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო"-ს ფარგლებში, რომელიც საჯარო რეესტრმა 2015 წლის იანვარში ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად დაიწყო.

პროექტი მთელი ქვეყნის აეროფოტოგადაღებას ითვალისწინებს.

პროექტი "რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო" 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. სულ იგი 40 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიის აეროფოტოგადაღებას მოიცავს. პროექტის საერთო ღირებულება 1 725 000 ევროა. აქედან ნორვეგიის მთავრობის გრანტი 1 420 000 ევროა, სააგენტოს შენატანი კი- 305 000 ევრო.




Print