ახალი ამბები
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება
FaceBook
მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო ხდება.
ცვლილება პირველ ეტაპზე შეეხება, "B" და "BE" კატეგორიის ავტომობილებს, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად.

,, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ხდება ორეტაპიანი. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე (როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება), ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე'',- აღნიშნულია ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში.

პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სამი მოსმენით დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნების შემდეგ, ის ძალაში შევა.

ამ დროისთვის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ერთეტაპიანია და სპეციალურად მოწყობილ მოედნებზე მიმდინარეობს.
Print