ახალი ამბები
ქუთაისში აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
FaceBook
მიმდინარე წლის 17 ნოემბრის 10:00 საათიდან,  დღის ბოლომდე, ქალაქ ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე გაზმომარაგება შეწყდება.

ინფორმაციას კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ავრცელებს.

გაზმომარაგება შეუწყდება  ბაქოს(განჯის), აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანიის ცნობით, აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი გეგმიური სამუშაოები გახდა.

აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება 17 ნოემბრის 14:00 საათიდან დაიწყება და დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი"  აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და დანადგარები.

Print