ახალი ამბები
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში, კლინიკა ,,ბომონდში'', კორონავირუსით ინფიცირებული 43 წლის ქალი გარდაიცვალა.

მას კლინიკაში შეყვანის მომენტში საკეისრო კვეთა ჰქონდა ჩატარებული. კლინიკაში აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

,,პაციენტს ფილტვის ქსოვილის 72 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა" , -
ამბობენ "ბომონდში".

სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარდაცვლილი ქალი კლინიკაში 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა. 


ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით  83 პაციენტი გარდაიცვალა.
Print
თეგები: #ბომონდი