ახალი ამბები
2020 წელს საქართველოში 19 039 აბორტი გაკეთდა
FaceBook
2020 წელს საქართველოში 19 039 აბორტი გაკეთდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს 372 აბორტი ოც წლამდე ასაკის ქალმა გაიკეთა.

აბორტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 20-დან 44 წლამდე ქალებში ფიქსირდება. მათი რაოდენობა 18 470 შეადგენს.

სტატისტიკის მიხედვით, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შემთხვევები ნაკლებია 45 წელს გადაცილებულ ქალებში. 2020 წელს ამ ასაკის ჯგუფში 197 აბორტი ჩატარდა.

გასულ წელს ქვეყანაში ორი მინი აბორტი გაკეთდა.

ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს დაფიქსირდა, როცა  37 070 აბორტი გაკეთდა.
Print