ახალი ამბები
გასულ 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობამ გამოჯანმრთელებულთა რიცხვს გადააჭარბა
FaceBook
16 ნოემბერს, საქართველოში, კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე გამოჯანმრთელდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსი 5 204 პირს დაუდგინდა,  გამოჯანმრთელდა 4 785 ადამიანი.

15 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.25%.

იმერეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1008 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამ ეტაპზე რეგიონში კორონავირუსის მიმდინარე აქტიური 1 395 შემთხვევაა, აქედან 524 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ჟანგბადდამოკიდებულია - 31 პაციენტი.


საქართველოში კორონავირუსი პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.


Print