ახალი ამბები
კორონავირუსის 16 ნოემბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 4 785 ადამიანი, გარდაიცვალა 83 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 791 115 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის,  გამოჯანმრთელდა 727 184 ადამიანი, გარდაიცვალა 11 140 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 857 შემთხვევა, აჭარა - 210, იმერეთი - 1 008, ქვემო ქართლი - 308, შიდა ქართლი - 435, გურია - 148, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 443, კახეთი - 384, მცხეთა-მთიანეთი - 168, სამცხე-ჯავახეთი - 168, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -75.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46 100 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

Print