ახალი ამბები
"კონცერტი კი არა, გლოვა გამოაცხადეთ" - მოქალაქეების პროტესტი თათარაშვილს
FaceBook
თემურ თათარაშვილს, რომელიც კულტურის სამინისტროს ეგიდით, ქუთაისში დღეს კონცერტს გამართავს, პროტესტით ხვდებიან.
მოქალაქეები თვლიან, რომ კონცერტი პანდემიის, გაძვირებული სურსათის და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, უადგილოა.  დაგეგმილია აქცია-პერფორმანსიც. 

"ფასები ზეცაში, ხელფასები ქვესკნელში, კოვიდი ჟლიტავს ხალხს, მესამე პრეზიდენტი ციხეში კვდება, ხალხი საზღვარგარეთ გარბის თავქუდმოგლეჯილი და რა გვაქვს საზეიმო?"
- წერენ ფეისბუქზე კონცერტის დაგეგმვით უკამყოფილო მოქალაქეები. 




თემურ თათარაშვილის კონცერტი მესხიშვილის თეატრში 18:30 საათზეა დაგეგმილი.  მუსიკალური საღამო  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.
Print