ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში საფრანგეთის სოლიდარობის კვირეული იწყება
FaceBook
კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება.

მიმდინარე წლის 9-დან 11 დეკემბრის ჩათვლით წერეთლის უნივერსიტეტში საფრანგეთის სოლიდარობის კვირეული მოეწყობა.

კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება. მოეწყობა პარიზის ტერაქტის ამსახველი ფოტოგამოფენა, ასევე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე "საერთაშორისო ტერორიზმი და უსაფრთხოება", ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმები "ფარენგეიტი 9/11", "სახელმწიფოს მტერი" და "მთავარი სამიზნე".

კვირეულის ფარგლებში სპეციალურად გაჟღერდება ფრანგული მელოდიები, რომლებსაც ჯგუფი "ჰაერობუსი" შეასრულებს.

Print