ახალი ამბები
ლარი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ გამყარებას განაგრძობს
FaceBook
აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.10 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, ლარი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ გამყარებას განაგრძობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვითაც, 5 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1078 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა 2.1403 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0325 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, 5 მარტიდან 1 ევროს შეძენა 2.3443 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.4008 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0565 ლარი შეადგინა.
წყარო: interpressnews.ge
Print