ახალი ამბები
ბაღდათში პოლიციამ ერთი პირი დააკავა
FaceBook
ბაღდათში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ერთი პირი დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის  საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის კონსტრუქციის "აკს-47"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ამოიღეს.

მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print
თეგები: #ბაღდათი