ახალი ამბები
ქუთაისში თემურ თათარაშვილის უფასო კონცერტი გაიმართება
FaceBook
16 ნოემბერს ქუთაისში თემურ თათარაშვილის უფასო კონცერტი გაიმართება.

მუსიკალური საღამო ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ჩატარდება. კონცერტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კონცერტი 18:30 სთ-ზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
Print