ახალი ამბები
სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმედა კლდიაშვილის პატიმრობის შესახებ, გაასაჩივრებენ
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც  "გირჩი-მეტი თავისუფლების"  წევრის იმედა კლდიაშვილის ერთკვირიან პატიმრობას ითვალიწინებს, სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ.

დაკავებულის ადვოკატის ანი ჩაფიძის განმარტებით, დაცვის მხარისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია. 

ქუთაისის საქალაქო  სასამართლომ, იმედა კლდიაშვილს, სუსის შენობის შესასვლელის ჩაკეტვის გამო 14 ნოემბერს 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.  

კლდიაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული.  

კლდიაშვილი 12 ნოემბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ქუთაისში სუსის შენობის შესასვლელი მანქანით ჩაკეტა და მისი გადაყვანა პოლიციამ მხოლოდ ევაკუატორის საშულებით შეძლო.

იგი ამ ფორმით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ვადამდელ არჩევნებს და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვდა.

იმედა კლდიაშვილის დაკავება პირველი შემთხვევა არ არის. ის პოლიციამ პირველ ნოემბერსაც დააკავა, როცა იგი "ოცნების" კოორდინატორის უსაფრთხოებას იცავდა, რომელმაც თქვა, რომ მას მეორე ტურის არჩევნებში გაყალბებას აიძულებდნენ.


Print