ახალი ამბები
ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდსერთიფიკატი აღიარა
FaceBook
ევროკავშირმა საქართველოში გაცემული კოვიდსერთიფიკატი აღიარა.


ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, კომისიის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.


საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერტიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.

"ჩვენ გვაქვს კარგი სიახლე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტრთა შეხვედრის წინ, რადგან საქართველო, მოლდოვა და სერბეთი შეუერთდა ევროკავშირის ციფრულ კოვიდსერთიფიკატის სისტემას. დღეს მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შევა 2021 წლის 16 ნოემბრიდან", – განაცხადა ევროკომისარმა დიდიე რენდერსმა.

ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
Print