ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით 11 057 ადამიანია გარდაცვლილი
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 ათასს გადააჭარბა.
ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირებულია,  მიუხედავად ამისა,  მაღალია გარდაცვალების დღიური შემთხვევები.

ბოლო 24 საათში 82 ადამიანი გარდაიცვალა,  რითაც ჯამში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა 11 057 გახდა. 

მაღალი ლეტალობის  ფონზე შემცირებულია აცრების მაჩვენებელი. 

15 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 1820 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 6017 ადამიანი. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 785 911 შემთხვევაა დადასტურებული.  გარდაიცვალა 11 057 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1820 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 820 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 375, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 87, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი - 86, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

15 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 048 393 აცრა

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 075 731 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 37.9 %

სრულად ვაქცინირებულია 966 790 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.9%.


Print
თეგები: #კოვიდი