ახალი ამბები
კორონავირუსის 15 ნოემბრის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1820 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 6017 ადამიანი, გარდაიცვალა 82 პაციენტი.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 785 911 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 722 399, გარდაიცვალა 11 057 პაციენტი.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1820 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 820 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 375, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 87, გურია - 29, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 123, კახეთი - 86, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print