ახალი ამბები
იმედა კლდიაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში მეორე დღეა შიმშილობს
FaceBook
"გირჩი- მეტი თავისუფლების"  წევრი იმედა კლდიაშვილი, ქუთაისში,  წინასწარი დაკავების იზოლატორში მეორე დღეა შიმშილობს.

მას  ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ერთკვირიანი პატიმრობა შეუფარდა. 

იმედა კლდიაშვილი
12 ნოემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც ქუთაისში სუსის შენობის შესასვლელი მანქანით ჩაკეტა და მისი გადაყვანა  პოლიციამ მხოლოდ ევაკუატორის საშულებით შეძლო. 

იგი ამ ფორმით  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ვადამდელ არჩევნებს და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვდა.

იმედა კლდიაშვილის დაკავება პირველი შემთხვევა არ არის. ის პოლიციამ პირველ ნოემბერსაც დააკავა, როცა იგი  "ოცნების" კოორდინატორის უსაფრთხოებას იცავდა, რომელმაც თქვა, რომ მას  მეორე ტურის არჩევნებში გაყალბებას აიძულებდნენ.


ფოტო: გიო გელაშვილი


Print