ახალი ამბები
დღეს "პიჯაკების საქმეზე" მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
FaceBook
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

ჯერჯერობით, უცნობია დაესწრება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი სხდომას. მისი პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, იგი თავს სუსტად გრძნობს, თუმცა, მზად არის სასამართლოში გადასაყვანად.

როგორც მისი ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, პენიტენციურ სამსახურში შესაბამისი მოთხოვნა უკვე გაგზავნილია.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კი თქვა, რომ პროცესზე სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ, სასამართლოსთან აქცია არ გაიმართება.

თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება. საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც.
Print