ახალი ამბები
ქუთაისის მერიის სპორტული და კულტურული ააიპ-ებში ატესტაცია 13 დეკემბერს ჩატარდება
FaceBook
ატესტაციას სულ 55 თანამშრომელი გაივლის. ატესტაციის შემდეგ ერთ კვირაში გასაუბრება ჩატარდება.


სპორტული და კულტურული ააიპ-ების თანამშრომლებს  ატესტიაცია მიმდინარე წლის 13 დეკემბერს ჩაუტარდებათ. ატესტაციას სულ 55 თანამშრომელი გაივლის. ატესტაციის შემდეგ ერთ კვირაში გასაუბრება ჩატარდება.

აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლებს დღეს ქუთაისის ვიცე-მერმა, კოტე ქავთარაძემ ატესტაციის პირობები გააცნო. ქავთარაძის განმარტებით, ტესტი 100 კითხვისაგან შედგება. აქედან 50 - საკანონმდებლო, 50 კი  მათემატიკური და სხვა ლოგიკური უნარ-ჩვევებისგან შემდგარი საკითხებია. მინიმალური გამსვლელი ქულა 65-ს შეადგენს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მერიის დაქვემდებარებულ ააიპ დაწესებულებებში ატესტაციები მომავლი წლისთვისაც გაგრძელდება.


Print