ახალი ამბები
ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილი კანდიდატი იზოლატორში შიმშილობს
FaceBook
"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, რომელიც სუსის შენობის შესასვლელის ჩაკეტვის გამო დააკავეს, შიმშილობა დაიწყო.

ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილი კანდიდატი წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და პროტესტის ნიშნად საკვების მიღებაზე უარს აცხადებს.

იმედა კლდიაშვილი 12 ნოემბერს ქუთაისში დააკავეს. დაკავებამდე მან ავტომანქანით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი ჩაკეტა. იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, მანქანიდან გადმოსვლის შესახებ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე ევაკუატორი გამოიძახეს და იმედა კლდიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა, რომელშიც ოპოზიციური პარტიის წევრი იჯდა, საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

"გირჩი მეტი თავისუფლების" წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობების შესასვლელები საქართველოს ექვს ქალაქში: ქუთაისში, თბილისში, გორში, რუსთავში, ბათუმსა და თელავში ჩაკეტეს.
Print