ახალი ამბები
ქუთაისში „მწვანე თეატრის“ რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
FaceBook
„მწვანე თეატრი“ მესხიშვილის თეატრში ბოლო ერთი წელია დაფუძნდა. 

ღია სივრცეში სპექტაკლების გამართვის  იდეა მანამდეც არსებობდა, თუმცა, მისი შექმნა პანდემიამ დააჩქარა.

აკადემიური თეატრის ეზოში გაჩნდა სივრცე, სადაც ღია და მწვანე გარემოში შესაძლებელი იქნებოდა სპექტაკლების დადგმა.

ამ ხნის განმავლობაში "მწვანე თეატრში" თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე სპექტაკლი. ასევე, გაიმართა პრემიერა „თქვენო უდიდებულესობავ“.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კოტე აბაშიძის თქმით, ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როდესაც აკადემიური თეატრის ეზოში ღია თეატრი დაფუძნდა. 

"ღია თეატრები ყოველთვის არის ან პარკებში, ან სადმე ცალკე, დამოუკიდებლად. მესხიშვილის თეატრს 
სამი სცენა ექნება, დიდი, მცირე და ღია
", - აღნიშნავს კოტე აბაშიძე. 
]
„მწვანე თეატრში“ აშენდება დარბაზი, გადაიხურება სცენა და დამონტაჟდება ახალი აპარატურა.



"მწვანე თეატრის" რეკონსტრუქცია საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.


Print