ახალი ამბები
ერმალო მაღრაძე ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა
FaceBook
კლინიკა ,,ბომონდში'' ქართველი რეჟისორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.
ერმალო მაღრაძეს ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკაში შეყვანისთანავე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებმა მძიმედ შეაფასეს.

ერმალო მაღრაძე კლინიკაში ოთხი ნოემბრის შემდეგ მკურნალობდა.

"პაციენტის გადასარჩენად მაქსიმალური გააკეთა კლინიკის გუნდმა, თუმცა,  სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ქვეყანას,"-ამბობს "კლინიკა ბომონდის" კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარი სპეციალისტი ირმა მესხი.

ერმალო მაღრაძე 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, სცენარისტის სპეციალობით.

2000 წლიდან მოღვაწეობდა ზესტაფონში. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც.
Print