ახალი ამბები
თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართება
FaceBook
ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები დღეს პარლამენტთან შეიკრიბებიან.

აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი. ოპოზიციისა მოთხოვნა უცვლელია - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

"ჩვენ ყოველდღიურად უნდა გავაგრძელოთ არაძალადობრივი, წინააღმდეგობრივი პროტესტი და ვარყიოთ რეჟიმი, ვიდრე არ ჩამოინგრევა"
, - განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 44-ე დღეა შიმშილობს. მან სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მას სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ.
Print