ახალი ამბები
ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის მოცულობა 50 597 500 ლარით განისაზღვრა
FaceBook

ბიუჯეტის მომავალი წლის მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები რჩება.
ქუთაისის 2016 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 50 597 500 ლარით განისაზაღვრა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მერიის ეკონომიკური განვითარებისა და საფინანსო სამსახურის წარმოამდგნლებმა არასმთავრობო ორგანიზციებს დღეს წარუდგინეს.

მომავალი წლისთვისაც მთავარ პრიორიტეტად ინფრატრუქტურა და სოციალური საკითხები რჩება. ბიუჯეტის პროექტში რამდენიმე ახალი პროგრამები გაჩნდა.
ქუთაისის აღმასრულებელი ორგანო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს ხვალ წარუდგენს.

ქუთაისის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტი საკრებულოს პირველად მიმდინარე წლის 13 ნომებერს წარუდგინა. თუმცა, სამ დღეში უკან გამოითხოვა. იმ დროისთვის მერიის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 47 713 700 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. ადგილობრივ თვითმმართველობაში საკრებულოდან ბიუჯეტის პროექტის უკან გატანის მიზეზად დამატებითი თანხების მობილიზება  დასახელდა. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ირაკლი ავალიანი განმარტებით, დამატებით მობილიზებული 3 მილიონი ლარი სხვადასხვა შემოსვალებიდან მოხდა.

"შინაარსობრივად უფრო დავხვეწეთ ბიუჯეტის პროექტი და ასევე, მოხდა პროექტების გადაჯგუფება", - განმარტა ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციაზე ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ.

გასულ წელს ქუთაისის დამტკიცებული ბიუჯეტის მოცულობა 47 555 400 ლარი იყო, 2014 წელს კი 43 704 500 ლარი. 






Print