ახალი ამბები
ქუთაისში "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, რომელიც მანქანიდან არ გადმოდის, ევაკუატორით გადაჰყავთ
FaceBook
ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილი კანდიდატი, იმედა კლდიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან საკუთარ ავტომანქანაში ზის და პროტესტის ნიშნად არ გადმოდის.

მას ჩაკეტილი აქვს სუსის შესასვლელი და აცხადებს, რომ ავტომანქანიდან არ გადმოვა. მას ავტომანქანის შუშაზე სამი მოთხოვნა აქვს გაკრული: სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
მასთან უკვე მივიდნენ სამართალდამცველები, რომელთა მოთხოვნასაც გადმოსულიყო ავტომანქანიდან, იმედა კლდიაშვილი არ დაემორჩილა, რის შემდეგაც პოლიციამ ევაკუატორი გამოიძახა, ახლა კი იგი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაჰყავთ.

"გირჩი მეტი თავისუფლების" წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობების შესასვლელები საქართველოს ექვს ქალაქში: ქუთაისში, თბილისში, გორში, რუსთავში, ბათუმსა და თელავში ჩაკეტეს. ევაკუატორით გადაიყვანა პოლიციამ ზურაბ ჯაფარიძეც, რომელიც ასევე არ გადმოვიდა საკუთარი ავტომანქანიდან.
Print