ახალი ამბები
დღეს ცაგერსა და ამბროლაურში ახალი ჰესის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
FaceBook
ცაგერის სოფელ ზოგიშსა და ამბროლაურის სოფელ ზედა ღვარდიაში "ალპანა ჰესის" პროექტის საჯარო განხილვა იწყება.

მოსახლეობასთან შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრაზე განხილული იქნება "ალპანა ჰესის" მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი", ე.წ. სკოპინგი.

რაჭა-ლეჩხუმში ახალ ჰესს "ალპანა ენერჯი", საქართველოში რეგისტრირებული კომპანია აშენებს. შპს 2019 წელს, თბილისში დაფუძნდა. მისი დირექტორი თურქული წარმომავლობის ჰაქან ოქუიუჯუა. კომპანიის 25–25%–იან წილებს ფლობენ: ჰაქან ოქუიუჯუ, ალდონათ ქოქსალი, მუსტაფა დენიზჰან ბუთუნი და ჰაქან შიმშექი.

55 მგვტ სიმძლავრის "ალპანა ჰესი" ცაგერისა და ამბროლაურის რაიონებს შორის, მდინარე რიონზე უნდა აიგოს. ჰესის მთავარი ინფრასტრუქტურა სოფელ ზოგიშში მოეწყობა, თუმცა, ნაწილობრივ მოიცავს ღვარდიასაც. პროექტის მიხედვით, კაშხლის სიმაღლე 35 მეტრი იქნება.

კომპანიის წარმომადგენლის გია მიქაბერიძის თქმით, ჰესის აშენების შემთხვევაში, უცხოური ინვესტიციის მოცულობა 55–60 მილიონი დოლარი იქნება.

კომპანიაში ჯერ არ იციან როგორ შეხვდება ადგილობრივი მოსახლეობა ახალი ჰესის მშენებლობას. ცაგერისა და ამბროლაურის მცხოვრებთა განწყობა დღეს გაირკვევა.



ამავე თემაზე: 

ვინ აშენებს ახალ ჰესს ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში?

Print
თეგები: #ალპანა ჰესი