ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე - "სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბარი, ჯერჯერობით, შეწყდა"
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე საუბარი არ არის.
მისი თქმით, განიხილება მხოლოდ ე.წ. ირიბი მანდატორიზმი.

„გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ვაქცინაციის სტიმულირებასთან დაკავშირებით - ესაა მწვანე პასპორტი, რომელიც ირიბი მანდატორიზმის ერთ-ერთი მექანიზმია. სრული მანდატორიზმი ბოლო გასროლა არის ხოლმე ამ დროს. ამიტომ, ამაზე, ჯერჯერობით, საუბარი შეწყდა“
, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში  ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება. 

საქართველოში დღეს კორონავირუსის 4445 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 77 ადამიანი. 

რაც შეეხება ვაქცინაციას, იმუნიზაციის მაჩვნებელი დაბალია.
Print