ახალი ამბები
საქართველოში სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 37.2 %
FaceBook
10 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 018 336 აცრა.

სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 1 057 086 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 37.2 %.

სრულად ვაქცინირებულია 957 399 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.5%.

6 ნოემბერს აიცრა 6 976 ადამიანი.

აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე.

საქართველოში ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია სამი სახის ვაქცინა: ფაიზერი,სინოფარმი და სინოვაკი.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში, ჭიათურასა და ზესტაფონში.

ქუთაისში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ამისთვის სპეციალური სივრცეა გამოყოფილი. პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იღებენ.
Print