ახალი ამბები
ვის შეუძლია სეზონურ გრიპზე უფასოდ აცრა
FaceBook
სეზონური გრიპის ვაქცინით უფასოდ აცრას შეძლებენ, როგორც რისკჯგუფებში შემავალი პირები, ასევე, მისი ოჯახის წევრები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, რისკჯგუფში შემავალი პირები, ოჯახის წევრთან ერთად, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი მოწმობით, ამცრელ პუნქტებში უნდა მივიდნენ. 

,,მოვუწოდებ ყველას, დავიწყოთ გრიპზე აცრა, ამ ეტაპზე ყველა ჩემ მიერ ჩამოთვლილ ჯგუფს, ბრძანების მიხედვით, შეუძლიათ პოლიკლინიკებში, თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც გრიპზე იცრებიან, მივიდნენ და აიცრან",-
განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით რისკჯგუფში შედიან:

შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები

დიალიზზე მყოფი პირები

მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები

საოჯახო ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები

ც-ჰეპატიტის მქონე პირები

ორსულები

აივინფექციის მქონე პირები

60 წლის ზემოთ ხანდაზმულები

პედაგოგები

ორგანოგადანერგილები

ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი

ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი

საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელები

პირები, რომლებიც რისკჯგუფებში არ შედიან, ვაქცინისთვის კერძო კლინიკებსა და ამცრელ პუნქტებს უნდა მიაკითხონ. გრიპზე ვაქცინაცია ასევე შესაძლებელია "ჯიპისისა" და "ევექსის" კლინიკებში. ვაქცინის ღირებულება 80 ლარია.

სახელმწიფომ 200 000 დოზა გრიპის ვაქცინა უკვე შეისყიდა.
Print