ახალი ამბები
რაჭაში გზა ჩაინგრა
FaceBook
რაჭაში სალოს გზა ჩამოინგრა.
ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთზე, იწის გადასახვევთან,  შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.



საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ გზის ჩამოშლა, სავარაუდოდ, წყლის მიერ ნიადაგის გამორეცხვამ გამოიწვია.

"პირველადი დაკვირვებით, სავარაუდოდ, ზემოდან გადმოსული წყალი რეცხავდა საფუძველს და მიტომ მოხდა ჩამოშლა. შესწავლა  დაწყებულია  და გაირკვევა დაგვჭირდება ახალი პროექტი, თუ დაექვემდებარება აღდგენას. ამ მონაკვეთზე დაზიანებული გზის საფარი რა თქმა უნდა აღდგება", - აცხადებენ საგზაო დეპარტამენტში. 


ჩამონგრეული გზის ნაწილზე გეოლოგები უკვე მუშაობენ.
Print
თეგები: #გზა #რაჭა #სალო